ახალი ამბები

სოფელ მანავში საბავშვო ბაღი გაიხსნა

საგარეჯოს მუნციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გზირიშვილის განცხადებით, სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 000 ლარი დაიხარჯა.
„ეს ბაღი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შემოტანილია ახალი ტექნიკა, სათამაშოები და ყველანაირი პირობაა შექმნილი, რაც ბავშვების ღირსეულად აღზრდისთვის არის საჭირო“, – განაცხადა გიორგი გზირიშვილმა.