ახალი ამბები

ახმეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია

როგორც knews.ge–ს საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ჯუგაშვილმა knews.ge–ს განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია ვინ უხელმძღვანელებს კომისიას. კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა ხოლეგაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, რაც გახდა მისი საკრებულოდან გასვლის მიზეზი. 
„ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ვინ იქნება კომისიის თავმჯდომარე. მმართველი გუნდი უნდა შევიკრიბოთ და გადავწყვითოთ ვინ უხელმძღვანელებს კომისიას. კონსულტაციების პროცესში სავარაუდოდ ჩაერთვებიან ის პარტიები, რომლებიც ადრე მმართველ კოალციაში შედიოდნენ“, – განუცხადა knews.ge–ს გელა ჯუგაშვილმა.