ახალი ამბები

ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი დამოუკიდებელი გამოცემისა და ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი kakhetinews.ge -სგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს და დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციას გუბერნიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ გუბერნატორმა  განცხადება ხელისუფლების მიერ   სპეციალურად წინა საარჩევნოდ შექმნილ არაოფიციალურ ბლოგზე „ლოკალინფოზე“ გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „კახეთის ხმამ“ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა და ამტიკცებს, რომ  ეს ყველაფერი საარჩევნოდ გამიზნულად ხორციელდება.

საქმე ეხება „კახეთის ხმის“ ონლაინ მედია პროდუქტზე „kakhetinews.ge გამოქვეყნებულ ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილის  სტატიას, სადაც საუბარი იყო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო გამოყენებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ გუბერნიის კუთვნილი  სახელმწიფო  ავტომანქანით „,ფოლკსვაგენ პასატით“ (ნომერი UFU 133)   პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონის  ხელმძღვანელი ირაკლი გრძელივანიშვილი გადაადგილდებოდა.

ჟურნალისტი ინფორმაციის გადასამოწმებლად  თავად გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილს და  მის პრეს სამსახურს, მადონა ბატიაშვილს დაუკავშირდა და მათთან ინფორმაციის  დაზუსტება სცადა, რაც სტატიას დაურთო კიდეც.

რაც შეეხება,  ინფორმაციის წყაროს, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა ინფორმაცია,  ჟურნალისტმა წყაროს თხოვნით, არ მიუთითა მისი ვინაობა, რისი უფლებაც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.

იმის ნაცვლად, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციას მოეთხოვა საპასუხო კომენტარის გაკეთება და რედაქციისათვის მიემართა, ანდა, ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე გაეკეთებინა განმარტება, მან გამიზნულად გამოიყენა ხელისუფლების მიერ სპეციალურად წინასაარჩევნოდ შექმნილი ბლოგი „ლოკალინფო“ და „კახეთის ხმას“ ბრალდებები წარუდგინა.

ირაკლი შიოლაშვილი აღნიშნავს, რომ თითქოს „კახეთის ხმამ“  შეგნებულად მოახდინა გუბერნიის დისკრედიტაცია, რაზეც გვინდა განვმარტოთ, რომ  ჩვენი მედია ორგანიზაცია ჩართულია ქართული მედიის  მონიტორინგის პროგრამაში და არის თუ არა „კახეთის ხმა“ რომელიმე ჯგუფის  მიმართ მიკერძოვებული მედია ორგანიზაცია, ამ საკითხს კომპეტენტური მედია ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები  უკეთ გაუწევენ  მონიტორინგს, ვიდრე საჯარო მოხელეები, რომლებიც წესით  საზოგადოების პრობლმების გადაჭრით  უნდა იყვნენ დაკავებული და არა სატელიტი მედია წარმონაქმნების დაფინანსებით და მხარდაჭერით.

Read More
ახალი ამბები

ახმეტაში გოგიტა სამუკაშვილმა სახლის სახურავზე რუსეთის დროშა აღმართა – ექსკლუზივი (VIDEO)

ახმეტელმა გოგიტა სამუკაშვილმა, სახლის სახურავზე რუსეთის დროშა აღმართა. თუმცა, ,,kakhetinews.ge – ს სანდო წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროშის ჩამოღება გუშინ გვიან საღამოს მოსთხოვა

Read More
ახალი ამბები

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კენჭს ვარდისუბანში იყრის

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თვმჯდომარე დავით ბაკაშვილიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
,,ჰერეთის“ ინფორმაციით, ლაგოდეხის  N15-ე   საოლქო  საარჩევნო  კომისიამ  დავით  ბაკაშვილი  ვარდისუბნის  თემშიმაჟორიტარ  კანდიდატად  დაარეგისტრირა.  ბაკაშვილი  საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

Read More
ახალი ამბები

თელავში საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისის მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე დისკუსია გაიმართა (VIDEO)

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კახეთის სამოქალაქო ლიგის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისის მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობა“.

Read More
ახალი ამბები

შეუჩერდება თუ არა კახეთში 500–ზე მეტ სტუდენტს სტატუსი

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტების ერთი ნაწილი შესაძლოა  სტუდენტის სტატუსის გარეშე  დარჩეს –  ამის მიზეზი პირველი სემესტრის დასრულება და  სწავლის გადასახადის გადაუხდელობაა. 

Read More
ახალი ამბები

უნდა დაიკითხოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი (VIDEO)

kakhetinews.ge-მ ჩაატარა გამოკითხვა აქტუალურ საკითხზე, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა. რას ფიქრობენ თელაველები ამასთან დაკავშირებით იხილეთ ვრცლად ჩვენს ვიდეორეპორტაჟში

Read More
ახალი ამბები

როგორია სატყეო სექტორის მდგომარეობა კახეთში (VIDEO)

კახეთის სატყეო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე გარემოს დაცვის ექსპერტი, კახაბერ სუხიტაშვილი გვესაუბრება: ,,კახეთში, მდგომარეობა სკმაოდ მძიმეა, ბოლო 2 წელია საქართველოს მოსახლეობა უმოწყალოდ ანადგურებს ტყეებს, ეს გამოიხატება როგორც მზა შეშის, ასევე მერქანის მოპოვებაში”. 
ვრცლად ჩვენს ვიდეო რეპორტაჟში

Read More
ახალი ამბები

ხელისუფლებამ თვითმმართველობის დახშული კარი უნდა გახსნას

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება, მანამდე კი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებების შედეგად კახეთის რეგიონში ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი თელავი შეიქმნება. ამ ცვლილებასთან ერთად თელავის ტერიტორიაზე 3 ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნება. სამთავრობო კომისიას ექსპერტთა ჯგუფი რეკომენდაციებს სთავაზობს.
 
,,კახეთის ხმა” ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს ექსპერტს, კოტე კანდელაკს თელავის ახალი სტატუსის შესახებ ესაუბრება.

Read More
ახალი ამბები

თელავში აქცია ,,ეს შენ გეხება’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტელეფონებზე ფარული მოსმენები გააპროტესტეს.

თელავში აქცია ,,ეს შენ გეხება’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტელეფონებზე ფარული მოსმენები გააპროტესტეს.

Read More
ახალი ამბები

თელავის ბატონისციხის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა

თელავის ბატონის ციხის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა, მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის არ არსებობს მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი. თელაველები კი ბატონის სასახლის დროულ აღდგენას ითხოვენ.

დოკუმენტაცია განიხილა და დაამტკიცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. კონსერვაციის გეგმა აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინების კვლევების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომელიც არტიტექტორ-რესტავრატორებმა, ხელოვნების ისტორიკოსებმა, კონსტრუქტორ-ინჟინერებმა, გეოლოგმა, არქეოლოგმა, დენდროლოგმა და სოციოლოგმა ბატონისციხის შემგდომი რეაბილტაციისა და განვითარებისთვის ერთიანად შეიმუშავეს. 

Read More