ახალი ამბები

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კენჭს ვარდისუბანში იყრის

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თვმჯდომარე დავით ბაკაშვილიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
,,ჰერეთის“ ინფორმაციით, ლაგოდეხის  N15-ე   საოლქო  საარჩევნო  კომისიამ  დავით  ბაკაშვილი  ვარდისუბნის  თემშიმაჟორიტარ  კანდიდატად  დაარეგისტრირა.  ბაკაშვილი  საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიამ, საკრებულოსწევრის, ნუგზარ კაკიაშვილის კანდიდატურაც დაამტკიცა. ისიც საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. კაკიაშვილი კენჭს სოფელ ცოდნისკარში იყრის. დღევანდელი   მონაცემებით –  საოლქო  საარჩევნო  კომისიას,  სოფელ  შრომის,  ნინიგორის, ცოდნისკარის,  ვარდისუბანის კართუბანის, გიორგეთის,  აფენის, არეშფერანისა და ლელიანისსაინიციატივო ჯგუფმა მიმართეს. საკრებულოს  წევრობის  კანდიდატის  წარდგენის  ვადა  საინიციატივო ჯგუფებს 29 აპრილისჩათვლით აქვთ.