თელავში საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისის მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე დისკუსია გაიმართა (VIDEO)
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კახეთის სამოქალაქო ლიგის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისის მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობა“.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, 2014 წლის 3 თებერვლიდან თელავის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი „საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისის მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობა“, რომლის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში ეფექტური სკოლამდელი აღზრდის პროცესის ხელშეწყობა მმართველობითი სისტემის გაუმჯობესების გზით.
დღეისთვის პროექტის ფარგლებში ჩატარებულია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სიღრმისეული კვლევები, რომელიც განხორციელდა მოწვეული დარგის ექსპერტების მიერ.
პროექტს ახორციელებს „კახეთის სამოქალაქო ლიგა“ „რეგიონის განვითარების ცენტრთან“ერთად აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ( EWMI) პროგრამის -„საქართველოში საჯარო პოლიტიკის,ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.
იხილეთ ვიდეო რეპორტაჟი: