ახალი ამბები

შეუჩერდება თუ არა კახეთში 500–ზე მეტ სტუდენტს სტატუსი

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტების ერთი ნაწილი შესაძლოა  სტუდენტის სტატუსის გარეშე  დარჩეს –  ამის მიზეზი პირველი სემესტრის დასრულება და  სწავლის გადასახადის გადაუხდელობაა.  

როგორც რადიო “ჰერეთს” უმაღლესი სასწავლებლის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, სტატუსის შეჩერება 510 სტუდენტს ემუქრება, რომლებსაც შესაბამისი გაფრთხილებები ოფიციალურად უკვე გაეგზავნათ.  


პაატა გოცირიძის განმარტებით, უნივერსიტეტში  აქამდე არებული პრაქტიკა  შეიცვლება და სტუდენტი  აკადემიურ რეგისტრაციამდე,   მიმდინარე   წლიდან ჯერ ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლის, რაც მხარეებს  ფინანსურ პრობლემებს თავიდან ააცილებს.