შსს-მ სოფელ გრემის რწმუნებული დააკავა
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ღუტიშვილი გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს მოხელის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანას ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენას ან გაცემას.
Read More