ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა
ევროპარლამენტის სესიაზე, სტრასბურგში, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე. ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პლენარულ სხდომაზე ასევე მიიღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება 2013 წელს მოახდინა. შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა.

