ხვალ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება
თელავის ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ყველა ის საკითხებია შეტანილი, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტიდან ყველაზე დიდი თანხა ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზეა გათვალისწინებული.
,,თელავის მერიის ბიუჯეტის პროექტში, ინფრასტრუქტურის მიმართულება 2 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა, ჩვენთვის ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, მოხდა 2014 წლის ბიუჯეტის შესწავლა, გაკეთდა ანალიზი და შესაბამისად მომზადდა. ვფიქრობ, ეს ბიუჯეტი დამტკიცდება და იქნება ძალიან წარმატებული,”- განუცხადა knews.ge-ს თელავის ვიცე-მერმა.
თენგიზ მთვარელიშვილის თქმითვე, იმ შემთხვევაში თუ საჯარო განხილვის დროს იქნება შენიშვნები და რეკომენდაციები, განიხილება და გათვალისწინებული იქნება.

