ახალი ამბები

პრეზიდენტი წინასაახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი პატიმრების მორიგ შეწყალებას გეგმავს საახალწლოდ საქართველოს პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებას გეგმავს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, კომისიის სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება: “რადგან სხდომა ჩაინიშნა, სავარაუდოდ პრეზიდენტი საახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ. მისივე თქმით, ამ დროისათვის შეწყალების კომისიაში არსებით განხილვაზე 225 პატიმრის განაცხადია.