ახალი ამბები

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას მაღალი განმავლობის მანქანა გადაეცა

ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ, ჩეხეთის განვითარების პროგრამების ფარგლებში, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას საჩუქრად გადასცა მაღალი განმავლობის მიცუბიშის მოდელის მანქანა, რომელიც მოემსახურება თუშეთის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას და გაუწევს სასწრაფო დახმარებას გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გასაწევად ადგილობრივ ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდებათ გადამზადება.
თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორი ზაზა ლაგაზიძე:
,,პროექტის ფარგლებში ბევრ სიკეთეს მიიღებს თუშეთი, იგეგმება სატვირთო მანქანების, რეანომობილის, ლოკალური ჰელიოსისტემების (განათება და წყალგამაცხელებლები) შეძენა, ასევე ბოსტნეულის შესანახი საწყობების მოწყობა, ტურისტული ბილიკების სისტემის განვითარება და სხვა.“