ახალი ამბები

ახალი ამბები

დღეს თელავში აქცია ,,ეს შენ გეხება’’ გაიმართება

თელავში, 13 საათზე, ერეკლე II ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქცია ,,ეს შენ გეხება’’ გაიმართება.

Read More
ახალი ამბები

ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა ადგილობრივ მედიასთან მედია კაფე თელავში (VIDEO)

მედია კაფე თელავში, ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის  დირექტორის, ელენე გოცაძეს თქმით,  შეხვედრის დროს საუბრის მთავარი თემა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარეობის პრიორიტეტები იყო.

Read More
ახალი ამბები

ე.წ. ”იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს 88 მილიონი ლარი ასესხა

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდ 188,8 მილიონი ლარია მობილიზებული, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 233 მილიონი ლარით მეტია.

ნოდარ ხადურმა ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრებს ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

Read More
ახალი ამბები

პანკისში სოციალური საწარმო გაიხსნება

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, ახალი პროექტი იწყება. პროექტის მიზანია არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ თვითმართველობას შორის მყარი პარტნიორული ურთიერთობის შექმნა და მათ შორის სპეციალური მომსახურების სფეროში პარტნიორობის განმტკიცება. პროექტის ფარგლებში იგეგმება სამი სოციალური საწარმოს შექმნა, რომლებიც ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიაწვდის საჭირო სოციალურ სერვისებს.
ვრცლად ჩვენს ვიდეო რეპორტაჟში

Read More
ახალი ამბები

ველისციხის თეატრალურმა დასმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი დადგა

ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თატრალურმა დასმა, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ფიროსმანი“ ითამაშა. სპექტაკლის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ლაშა გოგნიაშვილია. 

Read More
ახალი ამბები

რეგიონული ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის სტანდარტებს აკმაყოფილებს

თელავის მოწესრიგებული ნაგავსაყრელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი სუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

Read More
ახალი ამბები

თელავში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

თელავში, გარემოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეთა განცხადებით, ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფი. ამ დროისთვის ქუჩაში ხმაურია.

Read More
ახალი ამბები

უკრაინის კრიზისის ფონზე ბუნებრივი აირისა და ნავთობის რესურსებმა გაძვირება დაიწყო

ინვესტორების მზარდი შეშფოთების ფონზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ნავთობისა და გაზის ფასებმა საერთაშორისო ბირჟებზე მატება დაიწყო. 

Read More
ახალი ამბები

შსს-მ ლაგოდეხში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. დაკავება ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში მოხდა.  სამინისტროს მტკიცებით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს

Read More
ახალი ამბები

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება . სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათს და პარასკევს ტაძრებში სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს კი ლოცვაზე იკურთხება წანდილი

Read More