ახალი ამბები

დღეს თელავში აქცია ,,ეს შენ გეხება’’ გაიმართება

თელავში, 13 საათზე, ერეკლე II ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქცია ,,ეს შენ გეხება’’ გაიმართება.
 
აქციის მიზანია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სფეროში არსებული სტატუსქვოს შეცვლა და სისტემური გარანტიების შექმნა იმისთვის, რომ გამოირიცხოს სამართალდამცავი უწყებების თვითნებობა ამ მიმართულებით. 
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრების, აქციებისა და კონფერენციების ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით.