„პირველად ხდება, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გვეხმარება არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებსა თუ ნატოს ოპერაციებში, არამედ, იმაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. როდესაც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნებოდა უფრო ძლიერი, ეს არის, სწორედ, ამ სიძლიერის კიდევ ერთი გამოვლინება. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებთან და ინსტრუქტორებთან ერთად სრულიად საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი ყველა დანაყოფი ამ პროგრამის საშუალებით პრინციპულად ახალი სწავლების რეჟიმზე გადავიყვანოთ, ახალი ტიპის აღჭურვილობითა და შესაძლებლობებით, როგორიც ქართულ ჯარს აქამდე არასდროს ჰქონია“, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
Read More