სტატიები

სტატიები

ინტერვიუს მიცემის გამო, შეწყვეტილი სოციალური დახმარება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მალხაზ ქავთარაშვილი წლებია, რაც სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მიწურში ცხოვრობს. ქავთარაშვილების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური მიწურში მცხოვრებ ოჯახს სახლის მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტომ ახმეტის განყოფილებამ სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახს ყოველთვიური სოციალური დახმარებაც შეუწყვიტა.

Read More
სტატიები

რას ფიქრობენ თელაველი ახალგაზრდები ანტიდისკრიმინაციულ კანონზე

ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტის -,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” მიღებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საეკლესიო პირები და მათი მრევლი კანონპროექტის მიღებას არ ცნობენ, ხოლო მოსახლეობის სხვა ნაწილისთვის კანონი მისაღებია.
კანონს, რომელსაც განსაკუთრებული ვნებათაღელვა უკავშირდებოდა, საეკლესიო პირები და მათი მრევლი არ ცნობენ, ხოლო მოსახლეობის სხვა ნაწილისთვის კანონი მისაღებია.

Read More
სტატიები

თელავი არჩევნები წინ – მერობის კანდიდატების საარჩევნო გზავნილები

თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 2014 წლის 15 ივნისს გამართულ არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქი თელავი მერს პირველად აირჩევს. თელავის საარჩევნო ოლქში მერობის არც ერთი კანდიდატი დარეგისტრირებული არ არის, თუმცა ქალაქის პირველი პირის პოსტის დაკავების  სურვილი რამდენიმე კანდიდატმა უკვე ღიად დააფიქსირა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. თელავის მერის პოსტზე ბედს სცდის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი ქეთევან ზაქარიაშვილი. ამ დრომდე დასახელებულ მერობის კანდიდატებს შორის ზაქარიაშვილი ერთადერთი მანდილოსანია.

Read More
სტატიები

პლატონ კალმახელიძე: „თელავის პოტენციალს ვხედავ ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებაში“

ინტერვიუ ,,ქართული ოცნების’’ თელავის მერობის კანდიდატ პლატონ კალმახელიძესთან.    თელავის მერობის 36 წლის კანდიდატი  პარტია ,,ქართული ოცნებიდან’’ პლატონ (პაატა) კალმახელიძე

Read More
სტატიები

თელავური მოდისა და ცხოვრების სტილის ტენდენციები

მოდა და გემოვნება ძალზე ცვალებადი ცნებებია, თუმცა მიუხედავად ქართული ბუნების კონსერვატულობისა, ჩვენ მუდამ გვიყვარდა და დღესაც გვიტაცებს თანამედროვე ტენდენციებისადმი ფეხაწყობილი სვლა, თვალი მუდ¬მივად გარე სამყაროზე გვიჭირავს და ვცდილობათ, არ ჩამოვრჩეთ იმ ზოგად ტენდენციებს, რომლებიც ეპოქიდან ეპოქაში განსაზღვრავენ საზოგადოების ესთეტიკურ ხე¬დვასა და მისწრაფებებს.

Read More
სტატიები

პროგრამა “აწარმოე საქართველოში” დაიწყო

ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რომლის მიზანი ბიზნესის რამდენიმე მიმართულებისთვის ხელშეწყობაა. ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში 46 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიულ წარმოებაში დაიხარჯება. ამ თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება საბანკო სესხებზე გადასახდელი საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას ბენეფიციარებისთვის. “აწარმოე საქართველოს” კოორდინაციას სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები გაუწევენ.

Read More
ჟურნალისტური გამოძიებასტატიები

კახეთი წყლისმიერი ეპიდემიის წინაშე-ჟურნალისტური გამოძიება

უკანონო ნაგავსაყრელები, დაბინძურებული ზედაპირული წყლები, სათავე ნაგებობებთან ახლოს მდებარე სასაფლაოები და ქალაქის კანალიზაციები კახეთის სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას სხადასხვა დაავადების საფრთხეს უქმნის.

Read More
სტატიები

უსარგებლო საზოგადოებრივ საპირფარეშოებში გაფლანგული ასობით ათასი ლარი

კახეთის ტურისტულ ზონებში საზოგადოებრივი ტუალეტების მოსაწყობად ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა აღნიშნული საპირფარეშოები მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ფუნქციონირებს, ტურისტებს კი თავიანთ შთაბეჭდილებებში საქართველოს ღირსშესანიშნაობების პარალელურად, ამ დაწესებულებების უარყოფით კონტექსტში განხილვა ხშირად უწევთ.
იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო სერვისებისათვის სოლიდური ფინანსები გაიხარჯა, საზოგადოებრივი ტუალეტები ელემენტალურ პიროებებსაც ვერ აკმაყოფილებენ.

Read More
ჟურნალისტური გამოძიებასტატიები

კახეთის საბავშვო ბაღები მწირი დაფინანსების ფონზე

კახეთში საბავშვო ბაღების შენობების დიდი ნაწილი სარეაბილიტაციოა, ზოგი კი ავარიული, ჰიგიენის ნორმები დაუცველია, კვება კალორიებზე არ არის გათვლილი და საკმაოდ ღარიბია

Read More
სტატიები

პარლამენტი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე საკანონმდებლო პაკეტს დღეს კენჭს უყრის

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ახალ რეგულაციებს აწესებს, პირველი მოსმენით 16 მაისის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, მაგრამ კენჭი ვერ უყარეს, რადგან პარლამენტში კვორუმი არ შედგა. პლენარული სხდომა კენჭისყრის ჩასატარებლად 29 მაისისთვის დაინიშნა.

Read More