სტატიები

1. თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები ღვინის ქარხნებში დასაქმდნენ

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფააკულტეტის 16 სტუდენტი, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ღვინის ქარხნებში დასაქმდა. აგრარულ მეცნიერებათა ფააკულტეტის დეკანის, მანანა კევლიშვილის თქმით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ სტუდენტებს ერთვიანი კონტრაქტი გაუფორმა. სტუდენტი კახეთში წამყვან ღვინის ქარხნებში დასაქმდნენ, სადაც ისინი ძირითადად, ოპერატორის ფუნქციებს შეასრულებენ და სოლიდურ თანხას გამოიმუშავებენ.

„Schuchmann-Wines Georgia“ დირექტორის, როლანდ ბურდიაშვილის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, წელს ქარხანაში ყველაზე მეტი ახალგაზრდა გადის პრაქტიკას, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, ასევე ქართული უნივერსიტეტებიდან.

თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უნივერსიტეტსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები კი სააგენტოს მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში ჩაერთვებიან.