გია გერგიძე: ჩემი ქალაქის სამსახურში მივდივარ
თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან”გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატურაზე კენჭს პროფესიით ექიმი, გია გერგიძე იყრის.
გურჯაანში, კულტურის ცენტრში ,,ქართული ოცნების’’ მიერ გამართულ შეხვედრაზე, გია გერგიძე კოალიციის ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუკრი ქანთარიამ წარადგინა. ქანთარიას თქმით, გერგიძე გამოცდილი კადრია, რომელიც გურჯაანელებს ძალიან უყვართ.
იმისთვის, რომ გურჯაანელმა ამომრჩეველმა უკეთ გაიცნოს გამგებლობის კანდიდატი, ,,კახეთის ხმამ”” გია გერგიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
