სტატიები

ხმელი ფოთლების დაწვა კარცეროგენებს გამოყოფს

,,ხმელი ან ნედლი ფოთლე­ბის წვა უფრო მეტად ადა­მიანის ჯანმრთელობას ვნებს, ვიდრე გარემოს”, – ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი კახა სუხიტაშვილი.

მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინ­ძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის კვამლი გამოყოფს 9კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯან­მრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ „სმოგს”; ნიადაგის ზედა ფენაში კი, მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.
-,,ფოთოლი როცა იწვება, მისი უდიდესი ნაწილი არ არის მშრალი და ბოლომდე გამხმარი, ამას ჰქვია არასრული წვა, კვამლი, რომელიც ამ დროს გამოიყოფა, ძალიან ბევრ შხამიან ნივთიერებას, მათ შორის მეთანს შეიცავს, რომელიც არის ადამიანისთვის ძალიან საშიში. ეს კი მრავალი დაავადების გა­მოწვევას უწყობს ხელს, კერძოდ, ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსი­ვნესა და სხვა. რაც შეეხება ბუ­ნებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას და მატებს ამიაკისა და მეთანის რაოდენობას ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ ჩვენ. მე მიმაჩნია, რომ ჩემი გამოთვლებით სეზონურად ნარჩენების 30%, რომელიც თე­ლავიდან გადის, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე, არის ფოთოლი. მე არ მგონია, მი­ზანშეწონილი იყოს, რომ ეს ნარჩე­ნები გადიოდეს ნაგავსაყრელზე,’’ – ეს გარემოს დაცვის ექსპერტის კახა სუხიტაშვილის სიტყვებია.

ფოთლის წვა არის სეზონური პროცესი, რომელიც დასახლე­ბულ ადგილებში ძირითადად გაზაფხულობითა და შემოდგო­მობით მიმდინარეობს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგუ­ლებში – გაზაფხულობით.
კახა სუხიტაშვილის თქმითვე, ეკონომიკური თვალსაზრისით ფოთოლი ბუნების მნიშვნელო­ვანი პროდუქტია, რომელიც კომპოსტირების ან მისი მინერა­ლიზაციის შემთხვევაში, იქცევა ძალიან კარგ და სასარგებლო სასუქად, რომელიც შემდეგ შეი­ძლება, ფერმერებმა ან ქალაქის გამწვანებისთვის გამოიყენონ.
-,,სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ადგილობრივი თვითმ­მართველობების წარმომადგენლე­ბის მხრიდან ინიციატივა და მზაო­ბა, რომ ფოთლები შევინახოთ და სასუქად გარდავქმნად. როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ არ უნდა დაწვას ფოთოლი, მაშინ უნდა შევთავაზოთ მას ალტერნა­ტივა, რა ღონისძიებას მიმართოს. აქედან გამომდინარე, მე შემი­ძლია ვურჩიო მოსახლეობას, რომ დატოვონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ფოთოლი, ის არა­ფერს არ უშლით მათ და პირიქით სასარგებლოც კია კარგი მოსავლის მისაღებად.’’
გარემოს დაცვის ექსპერტის თქმითვე, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია საკომპოსტე ადგილების მოწყობა, რომელიც არ ჯდება ძვირი.
-,,უნდა გაკეთდეს ხის ყუთივით სათავსი და გამხმარი ფოთლები ჩაიყაროს. მერე კი გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა გარკვეული პე­რიოდულობით უნდა ამოურიონ, ერთ წელიწადში კი ამ ყველაფრის შედეგად მიიღება უკვე სასუქი, რომელიც შემდეგ გამოდგება გა­მწვანებისთვის. ამას ფინანსები არ სჭირდება და ეს ქალაქისთვის კარგის მომტანი იქნება არა მარ­ტო ფინანსური და ეკონომიკური, არამედ ესტეთიკური თვალსაზრი­სითაც. გარდა ამისა, ტურისტე­ბისთვისაც მიმზიდველი იქნება. ყველა ტურისტს მოსწონს ისეთ ქალაქში მოგზაურობა, სადაც თვითმმართველობა და საზოგა­დოება ბუნებაზე ზრუნავს.”

ავტორი: მაკა ხაზიური