ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეეზღუდება
როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, წყლის მიწოდება შეზღუდული იქნება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, სამი კვირის განმავლობაში.
როგორც ლაგოდეხის უნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ლაგოდეხში სანიაღვრე არხებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.