ახალი ამბები

26 ოქტომბერს სიღნაღში ,,ნუკრიანი 2014“ ჩატარდება

სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 26 ოქტომბერს სახალხო ფესტივალი ,,ნუკრიანი 2014″ ჩატარდება.  ფესტივალი 26 ოქტომბერს, 11 საათზე დაიწყება. დღის განმავლობაში იგეგმება ისეთი საინატერესო ღონისძიებები როგორიცაა ქართული ჭიდაობა და ლახტის ტამაში, საოჯახო ღვინოებისა და არყის დეგუსტაცია, გაიმართება აგრობაზარი და სხვა. ღონისძიების ორგანიზატორია სათემო განვითარების ცენტრი და სათემო კავშირი ,,ნუკრიანი”.