სტატიები

თელავში გვირაბის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

გვირაბის ქუჩაზე ახალი ქვაფენილი 1700 კვ.მეტრ ფართობზე დაიგება, ხოლო ასფალტის საფარის რეაბილიტაცია 780 კვ. მეტრზე უკვე დასრულებულია. 

„თელავის ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, გვირაბის ქუჩაზე, გზის საფარს სარემონტო სამუშაოები უატრდება. ამ დროის განმავლობაში ქუჩაზე მოეწყობა გარე განათების ახალი სანათი და არსებულ ნიაღვარგამტარ კოლექტორს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თელავის მერია მომავალშიც გააგრძელებს ქალაქის ინფრასტრუქტურუსა და კეთილმოწყობაზე ზრუნვას“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ. 

თელავის გვირაბის ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.