რუსეთის დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემების ხელმძღვანელები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან
შეხვედრის მხარდამჭერია შვედეთის მედია ინსტიტუტი FOJO, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამუკიდებელი მედიის განვითარებას უწყობს ხელს. რუსი ჟურნალისტების ჯგუფი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს თელავის „მედია კაფეში“ შეხვდებიან. რუსი ჟურნალისტების ჯგუფის შეხვედრა დაგეგმილია კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თელავის მერიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანი რუსეთის და საქართველოს რეგიონულ მედია საშუალებებს შორის ინფორმაციის გაცვლა, კოლეგებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
„ Airp წევრები დაინტერესებულნი არიან უცხოელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებით. შედგება დისკუსია, სადაც თანამედროვე პრესისა და მედიის სფეროში ტენდენციების შესახებ ვისაუბრებთ. ჩვენ ვაპირებთ, გავეცნოთ ადგილობრივი მედიის მუშაობას თბილისის მიმდებარე ქალაქებში. ამ ვიზიტების მიზანი არ არის მხოლოდ უცხოელი კოლეგების გაცნობა, არამედ ჩვენ გვსურს, ერთმანეთთან დისკუსიაში კომუნიკაციის რედაქტორებმა, დეპარტამენტების უფროსებმა და მედია მენეჯერებმა უკეთ გაიგონ საქართველოში მედიის მდგომარეობა და ასევე გაუზიარონ გამოცდილება რუსული მედიის წარმომადგენლებს“, – აცხადებს დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემების ალიანსის გენერალური დირექტიორი ვიქტორია ჩიკირევა.
რუსეთის დამოუკიდებელი რეგიონული გამომცემელთა ალიანსი (Airp) აერთიანებს 70 მედია დაწესებულებას რუსეთში. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, სიტყვის თავისუფლების დაცვას ქვეყანაში, გამოცდილების გაზიარებას და კორპორატიული ინტერესებისა და მედია ბიზნესის დაცვას.
დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემების ალიანსი აერთიანებს: 70 რეგიონულ გამომცემლობას; 155 გამოცემას, როგორც ყოველკვირეული, ასევე ყოველდღიური გაზეთებს, რომელთა საერთო ტირაჟი 5,8 მილიონზე მეტს აღწევს. Airp იცავს რეგიონული გამომცემლების ინტერესებს; მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას რუსეთში; მედია ბიზნესის სტანდარტებს; მოქმედი მედია ინდუსტრიის განვითარებას რუსეთში; პროფესიული გარემოს და მედია ბიზნესის განვითარებას; ბაზარზე ბეჭდური მედიის Airp ყველა წევრის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას; ლობირებს რეგიონული პრესის ინტერესებს; ხელს უწყობს დამოუკიდებელი გამომცემლების განვითარებას; რეგიონული გამოცემების სახლებს უწევს სამართლებრივ, იურიდიულ და საინფორმაციო მხარდაჭერას.