კახეთის რეგიონის სასწავლებლებში სტუდენტების რიცხვი მცირდება
ბოლო სამი წელია, რაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა კლების ტენდენციის სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. 2014 წელს კი, ბოლო 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. თესაუს 21 საბაკალავრო პროგარამაზე გამოცხადებულ 780 ადგილზე მხოლოდ 179-მა აბიტურიენტმა გამოთქვა სწავლის სურვილი და ამდენივე ჩაირიცხა კიდეც.
საზოგადოების ნაწილი სტუდენტთა რაოდენობის შემცირებას სწავლის დაბალ ხარისხს უკავშირებს. ხელმძღვანელობა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და სტუდენტთა კონტინგენტის კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უნივერსიტეტის პრესტიჟის შემლახველ მიზანმიმართულ წარმოებულ კამპანიას მიიჩნევს.
