სტატიები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა უფასო ტაქსაობა დაიწყო

პირველი ლეიბორისტის, შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელი, ზურაბ სეფიაშვილი ქველმოქმედი ტაქსისტობის მოვალეობის შესრულებას ბოდიშის მოხდით იწყებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბოდიშს უხდის იმათ, რომლებსაც აქამდე ემსახურებოდა და თვლის, რომ ამჟამად რაიონში მისი საქმიანობა უფრო მნიშვნელოვანია:
„ბოდიშს ვუხდი თბილისელებს. ყოველთვის მზად ვარ ყველა ქართველს ვემსახურო, მაგრამ ჩემს რაიონს უფრო ვჭირდები, როგორც დეპუტატი და ქველმოქმედი“, – ამბობს სეფიაშვილი. 
ლეიბორისტ დეპუტატს მერსედესის მარკის ავტომობილი ნაკურთხი პრემიით არ შეუძენია. მანქანის შეძენა საკუთარი ფინანსური სახსრებით არც ისე იაფი დაუჯდა, მაგრამ სეფიაშვილი მზადაა, რომ სოციალურად დაუცველები და მძიმე ეკონომიურ პირობებში მცხოვრები თანაქალაქელები ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში გადაიყვანოს. ლეიბორისტ დეპუტატს სურს, თავისი საქმიანობით პოლიტიკურ მოღვაწეებს და ამავე დროს საზოგადოებას დაანახოს, რომ პოლიტიკოსები ყოველთვის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ და ყოველთვის ხალხის სამსახურში უნდა იდგნენ. 
„ეკონომიური მანქანაა. ნაკურთხი პრემიით არ მაქვს ნაყიდი. როდესაც დავინახავ რომ ძალიან გაჭირვებულია ადამიანი და ჩემი მომსახურება საჭირდება, თბილისში კი არა სადამდეც გამიშვებენ, საქართველოს საზღვრებსაც გავაცდენ. მე მინდა დავანახო ხალხს, რომ მე მათი მსახური ვარ. ესენი ბატონებად რომ ადგებიან ხალხს, წკეპლის ცემით უნდა გამოყარონ იქიდან“, – აღნიშნავს ზურაბ სეფიაშვილი. 
ქველმოქმედი ტაქსისტი ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს გაუწევს მომსახურებას მიუხედავად იმისა ქვეყნის პირველ ლეიბორისტს მოეწონება თუ არა მისი დამოკიდებულება. 
„პოლიტიკა ჩემთვის მტრობას არ ნიშნავს. ნაციონალი კი არა ვინც გინდა ის იყოს. ჩემი მტერიც რომ იყოს, იმასაც მოვემსახურებიო. ამის გამო ვერავინ ვერ გამიბრზადება. მე ვარ ზურაბ სეფიაშვილი და ის შალვა ნათელაშვილი. მე ჩემს ქცევებზე ვაგებ პასუხს. არავისგან არ ვიმართები. ერთადერთი ღმერთისგან ვიმართები“. 
უსასყიდლოდ გადაადგილებასთან ერთად შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელი ტაქსისტი გურჯაანელებს მაღალი ხარისხის მომსახურებასაც სთავაზობს. კლიენტებს 80-იანი წლების ცნობილი სიმღერების ფართო არჩევანს სთავაზობს და მათთვის სასურველ მელოდიას ხარისხიანი მაგნიტოფონით ასმენინებს. 
„ეს მაგნიტოფონი ერთი მანქანის ფასია. უამრავიო რაიმე აქვს: ჯიპიარესი, ნავიგატორი. ბლუთუზსაც კი ვრთავ და აქედანვე ვუპასუხებ სატელეფონო ზარებს, რათა არ დამაჯარიმონ“, – ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 
ზურაბ სეფიაშვილის უფასო ტაქსში პირველი კლიენტი ისე ჩაჯდა, რომ ავტომობილზე სპეცილური წარწერა „მგზავრობა უფასოა“ არც კი შეუმჩნევია. გურჯაანელმა ქალბატონმა უფასო ტაქსის შესახებ პირველად შეიტყო. 
„პიველად გავიგე უფასო ტაქსი“. 
ლეიბორისტ დეპუტატს გურჯაანელმა სხვა ტაქსიტმაც მიბაძა. ის თანაქალაქელებს, კვირას, უსასყიდლოდ, ქალაქის ნებისმიერ კუთხეში გადაადგილებას ჰპირდება. 
„კვირას მეც უფასოდ დავიწყებ ტაქსაობას“. 
ზოგიერთ ტაქსისტი კი დეპუტატის ქველმოქმედების გამო გაკვირვებას ვერ მალავს. ლეიბორისტი დეპუტატისგან უფასო ტაქსით მომსახურების სერვისს არ დაიჯერებს მანამ, სანამ თავად არ ისარგებლბს სეფიაშვილის უსასყიდლო გადაადგილებით. 
„ჟიგული რომ იყოს, კიდევ იტყვი იაროს. ბენზინი, ნაწილები მაგას არ უნდა. მერსედესი ეგეთი ძვირადღირებული მანქანაა. რომ მოვა, ჩავუჯდები და წამიყვანოს თბილისში, საქმე მაქვს“.
ზურაბ სეფიაშვილის ქველმოქმედება მხოლოდ უფასო ტაქსისტობით არ შემოიფარგლება. ის დეპუტატის ხელფასზეც ამბობს უარს და საკრებულოდამნ მიღებულ ყოველთვიუს შემოსავალს ყველაზე გაჭირვებულ ოჯახს ურიცხავს. 
“იცით ალბათ, რომ ყველა ადამიანზე, ვინც პოლიტიკაში მოდის, ამბობენ, რომ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად მოდის და ფულის საკეთებლად. მე ჩემს ამომრჩეველს შევპირდი, რომ პოლიტიკაში ნაშოვნ 1 თეთრსაც კი არ შევიტანდი ოჯახში და უანგაროდ ვემსახურებოდი სოფელს, თუ ამირჩევდნენ. ახლა კი პირობის შესრულების დრო მოვიდა. ვინაიდან პოლიტიკიდან სხვა შემოსავალი არ მაქვს, ხელფასის გარდა, გადავწყვიტე, არც ხელფასი ავიღო და გაჭირვებულ ოჯახს დავეხმარო. ახლა დაადგენენ, ვინაა სოფელში ყველზე გაჭირვებული ოჯახი და პირდაპირ მის ანგარიშზე გადაირიცხება თანხა”, – ამბობს ინტერნეტ გამოცემა gzapress.ge-სთან საუბრისას ზურაბ სეფიაშვილი.