გურჯაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში 1 095 561 ლარი დაიხარჯება
სოფელ ვაჩნაძიანისა და კახიფარის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია განხორციელდება.
გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელ ვაჩნაძიანისთვის გამოყოფილი 38 517 ლარით, საბავშვო ბაღში მოეწყობა სამზარეულო და სურსათის შესანახი ოთახი. მოსახლეობამ მეორე პრიორიტეტად კი სოფლის ამბულატორიის დაზიანებული სახურავის შეკეთება მიიჩნია.
სოფელ კახიფარისთვის გამოყოფილი 5656 ლარი კი საბავშვო ბაღში ბავშვთა ოთახის კეთილმოწყობას, სამზარეულოს რემონტსა და ინვენტარის შეძენას მოხმარდება.
,,2015 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 095 561 ლარია გამოყოფილი, რომელიც მოსახლეობის სურვილისამებრ დაიხარჯება და მოხმარდება იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც ადგილობრივები გადაწყვეტენ. სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და 23 მარტს დასრულდება,”– აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.