სტატიები

კახეთის საგანმანათლებლო ბაზარი დღევანდელ მოთხოვნებს ვერ პასუხობს

ბოლო პერიოდის მანძილზე სა­ქართველოს საგანმანათლებლო ინდუსტრია მნიშვნელოვან ცვლი­ლებებს განიცდის, რომელიც გა­მოწვეულია ბაზრის მოთხოვნით. ექსპერტების თქმით, განათლება ადამიანთა შემდგომი ცხოვრების ხარისხს განაპირობებს, ვინაიდან მიღებული ცოდნა და განვითა­რებული საჭირო უნარ-ჩვევები დასაქმებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

კახეთის რეგიონის 2014-21 წლე­ბის განვითარების სტრატეგიაში წერია, რომ მოსახლეობის 18%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღე­ბული, ხოლო 32% კი პროფესიული განათლების მქონეა. ექსპერტების თქმით, კახეთის რეგიონის ერთა­დერთ უმაღლეს სასწავლებელს, თელავის უნივერსიტეტს, აკადე­მიური სწავლების სამივე საფეხური აქვს: ბაკალავრიატი, მაგისტრატუ­რა და დოქტორანტურა.

თელავის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაატა გოცირიძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც გაუქმდა უმღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ, სწავლის საფასური ყველა სახელ­მწიფო უნივერსიტეტში ერთნაი­რია.

მისი თქმით, ბოლო წლებში ამ მხრივ, უკეთესობისკენ შეიცვალა სიტუაცია, რადგან გამოცხადდა პრიორიტეტული მიმართულებები – სპეციალობები და მასზე ჩარი­ცხულ ყველა სტუდენტს ეძლევა დაფინანსება მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, ამავდროულად, ძალაში დარჩა საგრანტო სისტემაც.

,,ამ დროისთვის ჩვენს უნივერ­სიტეტში სწავლის საფასური წე­ლიწადში სპეციალობების მიხედვით 1750-დან 2250 ლარამდეა, თუმცა გვაქვს სპეციალობები, რომელსაც მთლიანად სახელმწიფო აფინან­სებს. ესენია: ქართული ენა და ლი­ტერატურა, ისტორია, დაწყებითი განათლება, ბიოლოგია. ვფიქრობ, ამ ჩამონათვალს სასურსათო ტექ­ნოლოგიებიც შეემატება, რადგან იგი წელს სახელმწიფო დაფინანსე­ბაშია შეტანილი’’, – აცხადებს პაატა გოცირიძე.

,,თელავის სახელმწიფო უნივერ­სიტეტი ჩართულია საერთაშორისო პროგრამებში: TEMPUS, ERASMUS MUNDUS, BOM UP, MEVLANA, რომლებიც ითვალისწი­ნებს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს ევროპის, თურქეთის და სხვა ქვეყნე­ბის უნივერსიტეტებში. გარდა სტუ­დენტებისა, ჩვენი ბევრი პროფესორი ყოველწლიურად მონაწილეობს გაცვლით პროგრამებში და ისინი კვალიფიკაციას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში იმაღლებენ. ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარე­ობს ყველა საფეხურზე ანუ, პროფე­სიული განათლებიდან დაწყებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის ჩათვლით, შესაძლებელია სრული განათლების მიღება. ამ საქმეს ემსახურება 19 სრული პროფესორი, 60ჶმდე ასოცი­რებული პროფესორი, 26 ასისტენტპროფესორი, 9 ასისტენტი. ერთი რამის თქმა შემიძლია: სტუდენტებს ყველა შესაძლებლობა აქვთ კარგი განათლებაც მიიღონ და გაცვლითი პროგრამებით უცხოეთშიც გაემგ­ზავრონ. მთავარია, თვითონ იყვნენ მოტივირებულნი’’, – ამბობს პაატა გოცირიძე. 

პაატა გოცირიძე ამბობს, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსი­ტეტი სრულად პასუხობს კახეთის საგანმანათლებლო ბაზრის და სტუდენტების მოთხოვნებს. 
,,არის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი კახეთში, აქედან გამომდინარე, ძირითადად მისი კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული რეგიონში არსებული სახელმწიფო (საჯარო), საგანმანათლებლო, არასამთა­ვრობო, კერძო ბიზნესკომპანიები, ბანკები და სხვა ორგანიზაციები. კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს აღნიშნულ ორ­განიზაციებთან. სტუდენტებს აქვთ სასწავლო პრაქტიკის და სტაჟი­რების შესაძლებლობა სწავლის პერიოდშივე, რაც მათი მომავალი დასაქმების კარგი პერსპექტივაა.’’

NIMD თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, ნიკა შარ­ვაშიძე კახეთის საგანმანათლებლო ბაზრის მდგომარეობას უარყოფი­თად აფასებს. მისი თქმით რეგიონში ამ მხრივ რთული სიტუაციაა.

,,როგორც სკოლებში, ისე უნივერ­სიტეტში ამ კუთხით მდგომარეობა მძიმეა. ძალიან ბევრი საჯარო სკოლა ელემენტარული ინფრასტრუქ­ტურულ პირობას ვერ აკმაყოფი­ლებს, ამას ემატება პედაგოგების კვალიფიკაცია და მათი წვდომა თანამედროვე რესურსებზე. ეს ყვე­ლაფერი კი განაპირობებს, რომ უნი­ვერსიტეტიც ვერ იღებს შესაბამის სტუდენტს. სწორედ აქედან გამომ­დინარე და არა მარტო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომე­ლიც კახეთში ერთადერთია ბაზარზე ძალიან არაკონკურენტუნარია და ვერანაირ კრიტიკას და სტანდარტს ვერ უძლებს. რაც შეეხება პროფე­სიულ განათლებას, აქ შედარებით უკეთესადაა განვითარებული ბაზა­რი და აკმაყოფილებს ბაზრის მო­თხოვნებს. კაჭრეთის პროფესიული სასწავლებელი ერთჶერთი წარმატე­ბულია საქართველოში. მათ საკმაოდ კარგი მატერიალურ ტექნიკური ბაზა აქვთ და ცდილობენ მოიზიდონ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები, რაც თავისთავად განაპი­რობებს სტუდენტების დაინტერე­სებას ამ მიმართულებით’’, – ამბობს ნიკოლოზ შარვაშიძე.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რეგიონის საგანმანათლებლო ბა­ზარი კონკურენტუნარიანი გახდეს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი ბაზრის პრინციპები, შექმნას შესაბამისი საგადასახადო და სამართლებრივი სისტემა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ბიზნესს განვითარებაში, რასაც თავისთავად მოაქვს ადგილობრივი ეკონომიკუ­რი გარემოს განვითარება.

,,ასევე აუცილებელია ბაზრის კვლევა, თუ რა პროფესიებზეა მო­თხოვნა, და რაში იქნება შემდგომში. რა მიმართულებით განვითარდნენ უმაღლესი თუ პროფ. სასწავლე­ბლები. საჭიროა სახელმწიფომ გაცილებით მეტი თანხები ჩადოს განათლებაში. მისცეს მათ მოქმედე­ბის თავისუფლება და მეტი თანხები დაიხარჯოს კვლევებზე და სხვა. რაც შეეხება სწავლის გადასახადს, ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ძვირია ან იაფია. ყველა სტუდენტს სხვადასხ­ვა თანხა უჯდება და უღირს თავისი სწავლა თუნდაც სახელმწიფო უნი­ვერსიტეტებში. აქ პრობლემაა იღებს თუ არა რეალურად სტუდენტი თანხის შესაბამის განათლებას და სერვისებს. რამდენად აქვს უნივერ­სიტეტს თანამედროვე რესურსებზე, ბიბლიოთეკებზე, ლაბორატორიე­ბზე, საერთაშორისო გამოცემებზე წვდომა, რამდენად კვალიფიციური ლექტორები ასწავლიან და .. თუ სტუდენტს ამ ყველაფრის თავისით გაკეთება უწევს და სხვაგან ეძებს რესურსებს, რათქმაუნდა, არ შეე­საბამება სტანდარტს.’’

ექსპერტის, განათლების პო­ლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, რევაზ აფხაზავას თქმით, მნიშვნე­ლოვანია, რომ სტუდენტები და სა­ზოგადოება იყვნენ მეტად ინფორ­მირებული არჩევანის გაკეთებაში:

,,მნიშვნელოვანია, რომ მეტი კვლევა და მეტი ინფორმირება მოხდეს უნივერსიტეტების და სახელმწიფოს მხრიდან, რომ სტუდენტმა იცოდეს სწავლის დამთავრების შემდეგ რა გა­აკეთოს. გათვლის გარეშე სტუდენტი თანხას, რაც სწავლის განმავლობაში დახარჯა ვერ ამოიღებს,’’ – აცხადებს აფხაზავა.

ექსპერტების და სპეციალისტე­ბის თქმით, იმისთვის, რომ კახეთის რეგიონში სტუდენტმა, აბიტუ­რიენტმა გარდა უნივერსიტეტისა, სათანადო ცოდნა და გამოცდილება მიიღოს, კახეთში არაფორმალური განათლებისთვის საკმაოდ კარგი ბაზაა: 91 ბიბლიოთეკა, 30 მუ­ზეუმი და 46 კულტურის სახლი, ასევე არის სხვადასხვა სპორტული ბაზები, სამუსიკო თუ სამხატვრო სკოლები, ხელნაკეთობათა სახე­ლოსნოები და სხვა. 
სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ კახეთის რეგიონში მოთხოვნების შესაბამისი სათანადო განათლების საშუალება არ არსებობს. თელავე­ლი სტუდენტის, ნათია ბოტკოვე­ლის თქმით, განათლება ქვეყანაში იმაზე ძვირია, ვიდრე მისი ხარისხი იმსახურებს. შესაბამისად, თუ სტუ­დენტმა გრანტი ვერ აიღო ან უფასო ფაკულტეტზე არ ჩააბარა, რთუ­ლია საკმაოდ ძვირადღირებული სწავლების გადასახადის გადახდა.

,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუდენტებს ნორ­მალურ სამსახურში არ ასაქმებენ, იმის დაშვებაც შეუძლებელია, რომ თავად გადაიხადო სწავლის ფული. ჩემი არჩევანი თბილისის უნივერ­სიტეტის სასარგებლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ეს უნუვერსიტეტი ჩემი მომავალი პროფესიის (ქართუ­ლი ფილოლოგია) თვალსაზრისით მაძლევს ყველაზე კარგი განათლების მიღების საშუალებას’’, – აცხადებს ნათია ბოტკოველი.

სტუდენტი გიორგი დოლმა­ზაშვილი თვლის, რომ დღეისთვის ყველა აბიტურიენტისთვის არ არის ხელმისაწვდომი განათლების მიღება. მისივე თქმით, ამას აბი­ტურიენტების და სტუდენტების განათლების დაბალი დონე ემატე­ბა, რომელიც ხშირად ან საჯარო სკოლის ბრალია, ან იმ მიდგომების და მეთოდების, რასაც სკოლებში იყენებენ დღეს.

,,ფასებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, მაქსიმალურად არის შემცირებული. თუ გვინდა განათლების მაღალი დონე, ფასიც მაღალი უნდა იყოს ოღონდ შედეგთან ერთად. იმისათ­ვის რომ აბიტურიენტმა თელავის უნივერსიტეტში ჩააბაროს, შემდ­გომში მას კარიერის გაგრძელების ფართო არჩევანი უნდა ჰქონდეს. მას სტუდენტობის პერიოდშიც უნდა შეეძლოს საკუთარი თავის რეალი­ზაცია, რასაც აღნიშნული სასწავლო დაწესებულება ვერ სთავაზობს აბი­ტურიენტებს’’, – აცხადებს გიორგი დოლმაზაშვილი.

სტუდენტ ნინი მოსიაშვილის თქმით, დღესდღეობით, საქართვე­ლოში განათლების მიღება ისევ პრობლემას წარმოადგენს. უმაღ­ლესი განათლება კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მისივე თქმით, მარ­თალია სახელმწიფო გარკვეულ ფაკულტეტებს სრულად აფინანსე­ბს მოხვედრის შემთხვევაში, მაგრამ ეს მას საკმარისად არ მიაჩნია.

,,იმ შემთხვევაში, თუ მე ქიმიკო­სობა არ მინდა და ჟურნალისტობა მინდა. რატომ არ უნდა მქონდეს სწავლის შესაძლებლობა, თუ ოჯახს არ გააჩნია შესაბამისი სახსრები?! ფასები მაღალია ხელფასებთან შედარებით, 2000 ლარზე დაბალი არსად არ არის. მოგეხსენებათ, უმაღლესი სასწავლებლების უმრა­ვლესობა დედაქალაქშია და როგორ უნდა გადაიხადოს სტუდენტმა სწავლის საფასური, ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები, მგ­ზავრობის თანხა და კიდევ ბევრი რამ? ცხრილები არ გვიწყობს ხელს რომ დავსაქმდეთ და არც არსებ­ობს ნორმალური ანაზღაურების ნახევარგანაკვეთიანი სამსახურები. რაც შეეხება რეგიონებში არსებულ სასწავლებლებს, მაგალითად თე­ლავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვფიქრობ, აქ არის ძლიერი ფაკულ­ტეტები საერთაშორისო დონის ლექტორებთან ერთად.’