სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სათესლე მასალების ფასები 15-20%-ით გაიზარდა
,,ფერმერული მეურნეობების ნაწილი, რომელთაც სესხი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში აიღეს, დახურვის საფრთხის წინაშეა, რადგან 610 ფერმერს, რომელსაც 30 ათასიდან 600 ათასამდე სესხი დოლარში აქვს აღებული, ლარის გაუფასურების მიზეზით, კურსთაშორისი სხვაობის გამო მთლიანი სახელფასო ფონდის გადახდა კრედიტის დასაფარად უწევს,”- განუცხადა ,,კომერსანტს” ზამბახიძემ.
მისივე თქმით, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტების მართვის სააგენტოს უკვე მიმართეს, რადგან სახელმწიფომ პროექტები თავიდან უნდა დაითვალოს, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ამის გაკეთება ვერ მოხდება.