საკვები პროდუქტები გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფასების მატებასა და ინფლაციაზე თებერვლის თვის ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. წინა თვესთან შედარებით ფასების ზრდა შეეხო: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 0.1%-ით; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 1.0%-ით; საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი – 0.4%-ით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 0.5%-ით, ჯანმრთელობის დაცვა – 0.9%, დასვენება, გართობა და კულტურა – 0.7%, განათლება – 0.5%, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.7%, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 1.5%; ამ პერიოდში გაიაფდა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.2%-ით, ტრანსპორტი – 2.4 %-ით და კავშირგაბმულობა – 0.1%-ით.
როგორც სავაჭრო მარკეტებში აცხადებენ, ფასი თითქმის ყველა სახის პროდუქტზე გაიზარდა. მათი ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 25 თეთრზე მეტით არის გაძვირებული შაქარი და წიწიბურა. ასევე გაზრდილია ტკბილეულის, ყავის, მარილის, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების ფასი: ,,თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, სამომხმარებლო ბაზარზე ფასების საგრძნობი ზრდაა მოსალოდნელი”
მოვაჭრეებისვე თქმით, ფასების ზრდა ძირითადად ლარის გაუფასურების შემდეგ დაიწყო.