სტატიები

1. “ბლუმბერგი”- საქართველო დიდებული ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა

როგორც სტატიის ავტორი ელინ მაკკოი აღნიშნავს, საქართველო ქვევრის ქვეყანაა, სადაც მეღვინეები ქვევრს ტრადიციულად, თითქმის 500 ძირძველი სახეობის ყურძნისგან ღვინის დასამზადებლად იყენებენ.

ავტორის თქმით, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებულმა შვიდწლიანმა ემბარგომ აიძულა მეწარმეები გაეუმჯობესებინათ ღვინის ხარისხი და ექსპორტი. 

ელინ მაკკოი ქართული ღვინის 15 ყველაზე მნიშვნელოვან სახეობას შორის საფერავს, რქაწითელსა და მწვანეს ყველაზე დიდი გლობალური პოტენციალის მქონე სახეობად მიიჩნევს.