ახალი ამბები

პანკისის ხეობის ორივე უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, პანკისის ხეობის სოფელ ხალაწნის მე-8 და ომალოს 24-ე სარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

როსტომ ალხანაშვილმა 577 ხმა მიიღო, რაც მისული ამომრჩეველთა რაოდენობის 93%-ია. ხალაწნის თემის მაჟორიტარულ ოლქში 5 სოფელი შედის: დუმასტური, ომალო, ზემო, ქვემო და შუა ხალწანი, სადაც 1220 ამომრჩეველი და 11 კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

როგორც “კახეთის ხმას” ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარემ განუცხადა, პანკისის ხეობის აღნიშნულ ორ უბანზე არც პროცედურული და არც ტექნიკური დარღვევები არ დაფიქსირებულა. მინდია იუკურიძის ინფორმაციით, აღნიშნულ ორ უბანზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ხალაწანის თემში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ კანდიდატი არ წარუდგებია.

ნიკოლოზ ესიტაშვილი