„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ კახეთში გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქის N09.12.48 უბანზე ნაკადის მარეგულირებელმა კომისიის წევრმა დროებით, ჩანაცვლების გარეშე, დატოვა ფუნქციის შესრულება.
ასევე უბანზე 2 ამომრჩეველი შევიდა მარკირების შემოწმების გარეშე. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა;