„მრავალეროვანი საქართველო“ ყვარლის მე-12 უბანზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა
სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ შეფასებით, არჩევნებზე დაფიქსირდა დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვის, საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობის, სიტყვიერი დაპირისპირების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სადემონსტრაციო ოქმის არშევსების, თერმოსკრინინგის ჩატარების წესის არჩატარებისა და საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტები.
მათი ცნობით, 07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში მათი მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები.
,,ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთი ფაქტი დაფიქსირდა ყვარლის მე-12 საარჩევნო უბანზე. აქ ამომრჩეველმა ერთ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანდასწრებით დააფიქსირა ისე, რომ ის ფარული კენჭისყრის კაბინაში არ შესულა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში შევიდა და მეორე ბიულეტენზე არჩევანი კაბინაში გააკეთა”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.