არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბებიბლოგები

საია – სოფელ იორმუღანლოში, უბანზე იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ასაკოვან ამომრჩევლებთან ერთად კაბინაში შედის და ხმას აძლევს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 14:00 საათისთვის, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

ორგანიზაციის ცნობით, ძირითადად დარღვევები კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას ეხება.

,,საიამ 10:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში შემდეგი სახის დარღვევები დააფიქსირა:  დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა: თელავის #5 უბანზე საიას დამკვირვებელი ყოფნისას ტელეფონით აფიქსირებდა დარღვევის ფაქტს, კომისიის წევრებმა წაართვეს დამკვირვებელს მობილური, წაუშალეს ფოტო და გამოაძევეს უბნიდან; ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი: საგარეჯოში #42 უბანზე, სოფელი იორმუღანლოში, საიას დამკვირვებელმა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა გადაიღო. უბანზე იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ასაკოვან ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას. ამას იმით ხსნიან, რომ ამ ადამიანებმა ქართული ენა არ იციან.

კანონმდებლობით, ამომრჩევლებს ურთიერთდახმარება შეუძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევის პრობლემურობა მის სისტემურობაში ვლინდება. წინა წლების მსგავსად, გრძელდება ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენცია. უბნების პერიმეტრზე სხვადასხვა პირის მობილიზაცია შეიმჩნევა, რაც თვალთვალის განცდას ტოვებს და ამომრჩევლის ქცევის შეცვლის საფრთხეს ქმნის. საიას შეფასებით, ეს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ უარყოფითი ტენდენციაა”,- აცხადებენ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“