გურჯაანის N 49 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი შეუძლოდ გახდა
გურჯაანის N 49 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი შეუძლოდ გახდა. საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი, როდესაც ის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, მოულოდნელად გონება დაკარგა.
საარჩევნო კომისიის თავმჯომარემ და წევრება მოქალაქე გარეთ გაიყვანეს. დაახლოებით 10 წუთის მანძილზე საარჩევნო კომისიის წევრები უკავშირდებოდნენ 112 სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოსაძახებლად. მოგვიანებით დაკავშირება მოხერხდა.
შეუძლოდ მყოფი, შუა ხნის მამაკაცი სასწრაფოს მოსვლამდე გონზე მოვიდა . შენობა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ელემენტალურ მოთხვოვნას ვერ უძლებს. ხმის მიცემის სივრცეში სივიწროვეა და შეუძლებელია მოქალაქეებმა ხმის მიცემა ნორმალურად, მით უფრო დისტანციის დაცვით შეძლონ.