გურჯაანის 3 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი და ოპოზიციის წარმომადგენლები გააძევეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის #47, #3 და #28 საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებელი და ოპოზიციის წარმომადგენლები გააძევეს.
#47 საარჩევნო უბნიდან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი მირანდა ფაიქოძე გამოაძევეს. ენმ–ს წარმომადგენელმა დააფიქსირა ამომრჩეველი, რომელმაც ბიულეტენი გარეთ გამოიტანა.
სოფელ კოლაგის #28 საარჩევნო უბნიდან „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ წარმომადგენელი, ჯონი ამისულაშვილი გამოაძევეს. მიზეზი კი, ვიდეო კადრების გადაღება გახდა.
#3 უბნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ დამკვირვებელი მარიამ ქოროღლიშვილი გააძევეს. მიზეზი კომისიის მუშაობაში ხელის შეშლაა.
გურჯაანის #9 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი knews.ge–სთან მომხდარს ადასტურებს.
,,კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დაიწერა გაძევების აქტები, სადაც მითითებულია საფუძვლები”.