არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბებიბლოგები

სოფელ კაბალში გადასატანი ყუთი უბანზე დაულუქავ მდგომარეობაში დააბრუნეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 21-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაულუქავ მდგომარეობაში დააბრუნეს.

საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხურამან სადიხოვას ინფორმაციით, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, იმ პირებს კი ვისაც გადასატანი ყუთი ებარათ, მისი დალუქვა დაავიწყდათ.

ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ფაქტი არის დარღვევა და მათ ამის საფუძველზე უბანზე საჩივარი დაწერეს. აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი დაწერა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმაც.

ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძე ამბობს, რომ უბნის კომისიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე სიტყვიერად გააფრთხილა. გადასატანი ყუთით ამ უბანზე სულ ექვსმა ამომრჩეველმა ისარგებლა.