ნათია თურნავა- პანკისში პოლიციის შეყვანის აუცილებლობა ინვესტორმა დაინახა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურავას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
მინისტრის განმარტებით, პოლიციის ხეობაში შეყვანის აუცილებლობა დაინახა ინვესტორმა, რომელსაც ჰესის მშენებლობის რამდენიმეჯერ წამოწყების პროცესში საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება ჰქონდა.
„პოლიციის აუცილებლობა დაინახა ინვესტორმა, რომელმაც ჩვენ მოგვმართა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ქვემდებარეობით და კომპეტენციიდან გამომდინარე გადაგვეგზავნა ეს შესაბამის ორგანოებში. ინვესტორმა დაინახა ეს აუცილებლობა, რადგან ჰქონდა ნეგატიური გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა ხელში ეჭირა, რამდენმეჯერ წამოიწყო მშენებლობა და ყოველთვის ხდებოდა გაუგებობრები.
ჩვენ ამას შევესწარით თებერვლიდან მოყოლებული, არ აღმოჩნდა ეს კომუნიკაცია საკმარისი და მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდაროყო“-განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრი ასევე განმარტავს, რომ პანკისში მიღწეულია მშვიდობა და ვინც ამაზე ნავთის დასხმას შეეცდება, ქვეყნისთვის კარგ საქმეს არ გააკეთებს.
,,პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ვართ მშვიდობიანი კონსენსუსის რეჟიმში. მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ განვითარდეს პანკისში, მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ იქნება ჰესების ნაწილიც. ნებისმიერი, ვინც ეცდება ამაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს და არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.”