ადგილობრივ ბაზარზე პანკისში წარმოებული ასკილის უალკოჰოლო ლუდი ,,ქისტური” გამოჩნდება
მიმდინარე თვიდან ადგილობრივ ბაზარზე პანკისში წარმოებული ასკილის უალკოჰოლო ლუდი გამოჩნდება.
უალკოჰოლო ლუდის წარმოების იდეა ახალგაზრდა მეწარმეს შენგელი ტოხოსაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, პანკისში ლუდის საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია.
მეწარმეს თქმით, ასკილის უალკოჰოლო ლუდი ქისტების ტრადიციული სასმელია, რომელსაც ოჯახები სადღესასწაულოდ ამზადებენ, წარმოების იდეაც აქედან გაჩნდა.
„ვარ ,,ახალგაზრდა მეწარმეს” და ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი. საწარმოს ასაშენებლად კი, დაახლოებით, 35 ათასი ლარის ინვესტიცია განვახორციელე. გაუფილტრავი ლუდი „ქისტური“ უახლოეს მომავალში ჯერ პანკისში, შემდეგ კი, რეგიონსა და თბილისში გაიყიდება. საწარმო პირველ ეტაპზე 4 ადგილობრივს დაასაქმებს, მომავალი წლიდან კი სრული დატვირთვით დავიწყებთ მუშაობას. ნედლეულს ადგილობრივებისგან შევისყიდით, ეს კი პანკისში ქალებისა და ბავშვების დასაქმებას შეუწყობს ხელს. 1 ლიტრი „ქისტურის“ ფასი 1,80-2,00 ლარი ეღირება. საწარმო ექსპლოატაციაში მაისის ბოლოდან შევა”,- აცხადებს შენგელი ტოხოსაშვილი.