ახალი ამბები

გურჯაანის საავადმყოფოს მესამე სართულიდან 78 წლის კაცი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კლინიკის ადმინისტრაციას მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ამ წუთებში

გურჯაანის საავადმყოფოში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა სუიციდის მიზეზი და რატომ დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე მამაკაცმა, რომელიც საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მკურნალობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,  კომენტარი არ გაუკეთებია გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ადმინისტრაციას.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.