პანკისის ხეობის მცხოვრებლები – შსს-ს უნდოდა ტერორისტებად შევერაცხეთ
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში სახალხო კრება მიმდინარეობს. ადგილობრივები დღეს სამომავლო გეგმებზე შეთანხმდებიან.
“ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ყველას დავანახოთ ერთობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდოდა ტერორისტებად შევერაცხეთ, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. პანკისი ერთად დგას და თუ ვინმეს დაჭერას აპირებენ, მთელი პანკისი აქ ვართ. მოვიდნენ და გვკითხონ რაც აინტერესებთ, არც ერთ კითხვაზე უკან არ ვიხევთ.
რაც დაზიანდა, თავად აანაზღაურონ კომპანიის მფლობელებმა. ვითომ მოსალაპარაკებლად რომ მოდიოდნენ, რამდენიმე ადამიანს ხვდებოდნენ და ერთმანეთში საუბროდნენ. რატომ მოსახლეობას არ გვკითხეს რას ვფიქრობდით,” – განაცხადეს ადგილობრივებმა.
მათივე თქმით, 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები იყო სადამსჯელო მისია მთავრობისგან.
„ძალოვანმა უწყებამ და ყველამ იცოდა, რომ ხალხი იყო წინააღმდეგი. მიუხედავად ამისა, მაინც განაახლეს სამუშაოები, ხალხი გამოიწვიეს. ეს იყო განსაკუთრებული მისია, რაც ჩატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დაკითხონ ვინც უნდათ, მაგრამ არავინ დაიჭირონ“, – განაცხადა ადგილობრივმა ემზარ ტოხოსაშვილმა.
ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი