პირველი დახმარება მწერის ნაკბენის დროს
ზაფხულის სეზონს ადამიანებისთვის თან ახლავს გართულებები მწერის დაკბენისგან. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ბლოგს თუ რა უნდა იცოდეთ, ამ საკითხზე.
მწერის კბენის შედეგად ორგანიზმში ხვდება შხამი და ადამიანი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ზედმეტად მგრძნობიარე მის მიმართ. შესაბამისად, იწყებს გამოვლენას ალერგიული რეაქციები, რომლებიც შესაძლოა იყოს ადგილობრივი ან საერთო. გახსოვდეთ, რომ თუ პირველი კბენის შემდეგ ალერგია გაჩნდა, ყოველი შემდეგი რეაქცია კიდევ უფრო მძიმე იქნება.
როგორ უნდა მოვიქცეთ მწერის კბენით გამოწვეული რეაქციების დროს:
ადგილობრივი ალერგიული გამოვლინებებისას (იგულისმება კანის ქავილი, სიწითლე კბენის ადგილიდან 10 სმ-ის დიამეტრში, შეშუპება)
– დაზიანებულ ადგილას დაიდეთ ყინული ან ცივი ხელსახოცი 10 წუთის განმავლობაში.
– აუცილებლად ამოიღეთ ჩარჩენილი ნესტარი. ეს ფრთხილად გააკეთეთ, ზედმეტი ზეწოლის გარეშე, ისე, რომ არ მოხდეს მისი ნაწილის ჩარჩენა ან შხამის დამატებით გავრცელება ჭრილობაში.
– ალერგიული რეაქციისადმი მიდრეკილ პირებს სასურველია უმალ მიაღებინოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი.
– თუ ქავილი ამის შემდეგაც გრძელდება, ასევე სიწითლის დიამეტრი გასცდა 10 სმ-ს, აუცილებელია ჰორმონალური პრეპარატების ჩართვაც.
ზოგადი ალერგიული რეაქციებისას (იგულისხმება ძლიერი ქავილი, გამონაყარი სხეულზე, შეშუპება, წვა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება)
– დაზიანებულ ადგილას დაიდეთ ყინული ან ცივი ხელსახოცი 10 წუთის განმავლობაში.
– თუ მწერმა ხელის ან ფეხის მიდამოში გიკბინათ, შეიხვიეთ ის ბინტით. შეხვევა უნდა დაიწყოთ 5 სმ-ის მოშორებით დაზიანებული ადგილიდან. ხოლო თუ ნაკბენი ყელის ან თავის არეშია, ხელის ან მონეტის ძლიერი ზეწოლთ მოახდინეთ მისი ფიქსაცია.
– აუცილებელია ანტიალერგიული ჰორმონალური პრეპარატის მიღება.
-ასევე ანტიჰისტამინური მედიკამენტის მიღება.
– სუნთქვითი პრობლემების დროს აუცილებელია ადრენალინი და ცხადია, სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
გახსოვდეთ, რომ მწერის კბენის შედეგად ნებისმიერი ალერგიული რეაქცია უკვე პირდაპირი და აუცილებელი ჩვენებაა, რათა მიმართოთ ექიმს.
პროფილაქტიკა:
– რეპელენტების ანუ მწერების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებამდე კარგად გაეცანით ინსტრუქციას.
– თუ სახლში ბავშვები იმყოფებიან, გამოიყენეთ მხოლოდ ის რეპელენტები, რომლებიც დაშვებულია ბავშვის ასაკისთვის.
– არ გამოიყენოთ რეპელენტები სამოსის ქვეშ, დაზიანებულ ადგილზე.ას
– თავად დაამუშავეთ ბავშვის კანი და არ მისცეთ მას უფლება თავად მოიხმაროს წამლები.
– არ გამოიყენოთ მწერების საწინააღმდეგო აეროზოლი დახურულ სივრცესა და ავტომობილში.
– გაუფრთხლიდით თვალებს. ჯერ დაიტანეთ რეპელენტები ხელზე და შემდეგ გადაინაწილეთ ის სახეზე.
– გახსოვდეთ, რომ მწერებს იზიდავს არომატული პარფიუმერია და ფერადი სამოსი.
– განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ტკბილეულის მოყვარულებს, ასევე მათ ვინც ხშირად მიირთმევს გაზიან და, ტკბილ სასმელებს.
– ყოველთვის შეფუთულ მდგომარეობაში იქონიეთ საკვები პროდუქტები.
– მოერიდეთ სასმელის მიღებას ალუმინის ქილებიდან.
– არასოდეს შეეხოთ სკას და ამის უფლება არც პატარებს მისცეთ.
– თუ მწერების დიდ ჯგუფს ერთად შენიშნავთ, არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები. ნელა გაეცალეთ ადგილს.
– აუცილებლად გამოიყენეთ ზაფხულში მწერების საწინააღმდეგო დამცავი ბადეები.