6 და 7 დეკემბერს, თელავში, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დღეს და ხვალ, თელავში, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
6 დეკემბერს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შიეზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან საქართველოს ფოსტის შენობამდე (ერეკლე II- ის გამზირი #12).
7 დეკემბერს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან საქართველოს ფოსტის შენობამდე (ერეკლე II- ის გამზირი #12).
სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო.

