ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ფორმებს უფასოდ მიიღებენ.
“კი, მშობელმა უნდა შეუკეროს ფორმა, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს ბავშვისთვის და, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება. თუმცა, აქაც სახელმწიფო ითვალისწინებს გარკვეულ გარემოებებს – იმ ოჯახების, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულნი არიან 60 000 ქულით ან უფრო ნაკლებით, 1-ელიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სახელმწიფოსგან მიიღებენ ფორმას უფასოდ”.
მინისტრის თქმითვე, ყველა საჯარო სკოლაში ფორმა სავალდებულო იქნება შემდეგი, 2026-2027 სასწავლო წლიდან. ფორმის დიზაინის შესარჩევად კი, საჯარო კონკურსი და განხილვა შედგება.

