ახალი ამბები

„ილიაუნი“, სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი, იურიდიულ ფაკულტეტზე, მიღებას ვეღარ გამოაცხადებენ“

იქ­ნე­ბა 11 კლა­სის დამ­თავ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ატეს­ტა­ტიც და 12 კლა­სის დამ­თავ­რე­ბის ატეს­ტა­ტიც, თუმ­ცა მას ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით ერთი და იგი­ვე იუ­რი­დი­უ­ლი ძალა – 12-წლი­ა­ნი ატეს­ტა­ტი მოს­წავ­ლეს აძ­ლევს იმ სა­ფუძ­ველს, რომ ამ ატეს­ტა­ტით წა­ვი­დეს უცხო­ეთ­ში, – ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა, გივი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სწავ­ლე­ბა კერ­ძო სკო­ლებ­შიც 11-წლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, 12-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა კერ­ძო სკო­ლა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

“11-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა მის­ცემს თი­თო­ე­ულ ჩვენს მო­ზარდს, მოს­წავ­ლეს სრულ­ფა­სო­ვან ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას, ამი­ტომ არ გვინ­და, რომ ზედ­მე­ტი პე­რი­ო­დი და­ვა­ყოვ­ნოთ ისი­ნი სკო­ლა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, რომ მე­თორ­მე­ტე წე­ლიც ის­წავ­ლონ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ გა­ვა­კე­თებთ შემ­დეგ სის­ტე­მას: ყო­ვე­ლი წლის მარ­ტში გა­მო­ვა­ცხა­დებთ ღია სა­რე­გის­ტრა­ციო ბა­დეს, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე და­რე­გის­ტრირ­დე­ბა. მე-11 კლა­სე­ლი და­რე­გის­ტრირ­დე­ბა მე-12 კლა­სის­თვის, ის და­ა­ფიქ­სი­რებს თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მართს, რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობს, რო­მელს ამ­თავ­რებს, ის აი­ღებს მე-11 კლა­სის ატეს­ტატს, თუმ­ცა იმ რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ი­რი­ცხე­ბა მე-12 კლას­ში და კი­დევ ერთ ატეს­ტატს აი­ღებს. იქ­ნე­ბა 11-კლას დამ­თავ­რე­ბუ­ლი ატეს­ტა­ტი და 12 – კლას დამ­თავ­რე­ბუ­ლი ატეს­ტა­ტი, თუმ­ცა იმას ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით ერთი და იგი­ვე იუ­რი­დი­უ­ლი ძალა. ის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ 12 -წლი­ან სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ძი­რი­თა­დად, ამის არ­გუ­მენ­ტად მოჰ­ყავ­დათ ის, რომ უცხო­ეთ­ში გა­აგ­რძე­ლონ სა­ბა­კა­ლავ­რო დო­ნე­ზე სწავ­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ­თვის იქ­ნე­ბა ეს კომ­პო­ნენ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო. თუმ­ცა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აქ სა­უ­ბა­რი გვაქვს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ზე და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე. კერ­ძო სკო­ლებ­საც იგი­ვე სის­ტე­მა შე­ე­ხე­ბა, უბ­რა­ლოდ ჩვენ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვამ­ბობთ, რომ რე­გის­ტრა­ცი­ას ვა­ცხა­დებთ. სად, ვინ და­რე­გის­ტრირ­დე­ბა შემ­დგომ­ში გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხსნით რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ სკო­ლა­ში მე-12 კლასს.

ეს იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრირ­დე­ბა და სად იქ­ნე­ბა მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. ხოლო კერ­ძოს შემ­თხვე­ვა­ში მა­თაც 11-წლი­ა­ნი ექ­ნე­ბათ, მაგ­რამ ყვე­ლა კერ­ძო სკო­ლას შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა მე-12 კლა­სი. თუ, მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა მოს­წავ­ლე და­რე­გის­ტრირ­და და ყვე­ლამ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, ყვე­ლა იმ სკო­ლა­ში, რო­მელ­საც ავ­ტო­რი­ზა­ცია გავ­ლი­ლი აქვს 12 – წლი­ან სწავ­ლე­ბა­ზე, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი, ყველ­გან გა­ვაგ­რძე­ლებთ მე-12 კლასს, ეს იქ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი.

11 წლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი იღებს სრულ­ფა­სო­ვან ატეს­ტატს, რომ­ლი­თაც მას შე­უძ­ლია, რომ ჩა­ა­ბა­როს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და გა­აგ­რძე­ლოს სწავ­ლა სა­ბა­კა­ლავ­რო დო­ნე­ზე. თუმ­ცა მათ ვი­საც სურს, რომ მე-12 წელ­საც ის­წავ­ლოს, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ვაძ­ლევთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას და, რა თქმა უნდა, ეს 12-წლი­ა­ნი ატეს­ტა­ტი, თუ მას ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი უცხო­ეთ­ში გა­აგ­რძე­ლოს სწავ­ლა, აძ­ლევს იმ სა­ფუძ­ველს, რომ ამ 12-წლი­ა­ნი ატეს­ტა­ტით წა­ვი­დეს უცხო­ეთ­ში. 11-წლი­ა­ნი იქ­ნე­ბა სას­კო­ლო სწავ­ლე­ბა თუ 12-წლი­ა­ნი ეს არა­ნა­ირ ჭრილ­ში არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბო­ლო­ნი­ის პრო­ცესს“, – გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ნა­ძემ “რუს­თა­ვი 2-ის“ ეთერ­ში.

რას ნიშ­ნავს “ერთი ქა­ლა­ქი, ერთი ფა­კულ­ტე­ტი”? გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა ასე­ვე გან­მარ­ტა, თუ რას გუ­ლის­ხმობს ფა­კულ­ტე­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბას პრინ­ცი­პი – “ერთი ქა­ლა­ქი, ერთი ფა­კულ­ტე­ტი.”

“იქ­ნე­ბა ორი ჰაბი – თბი­ლი­სი და ქუ­თა­ი­სი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში იქ­ნე­ბა ყვე­ლა ფა­კულ­ტე­ტი. გა­და­ნა­წი­ლე­ბა იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის მა­გა­ლით­ზე, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ტრა­დი­ცი­უ­ლად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იყო. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის დარ­ჩე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მაგ­რამ შემ­დე­გი სას­წავ­ლო წლის­თვის ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის კონ­ტექ­სტში, სამი და­ნარ­ჩე­ნი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი – ილი­ა­უ­ნი, სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­თაც, ასე­ვე, აქვთ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბი, მი­ღე­ბას ვე­ღარ გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ. თუმ­ცა ეს ფა­კულ­ტე­ტე­ბი არ გა­უქ­მდე­ბა, ისი­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­ნამ ის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც [უკვე სწავ­ლო­ბენ აღ­ნიშ­ნულ ფა­კულ­ტეტ­ზე] სწავ­ლას არ და­ას­რუ­ლე­ბენ. მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად ჩვენ ამ სტუ­დენ­ტებს შევ­თა­ვა­ზებთ კონ­კურსგა­რე­შე მო­ბი­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მა­გა­ლი­თად, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი­დან გა­და­ვა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე. მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან და მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე გაჩ­ნდეს და­მა­ტე­ბი­თი კად­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი რა არის, ჩვენ ვი­ყოთ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და ბაზ­რის მო­თხოვ­ნებს ვუ­პა­სუ­ხოთ.

რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ვნა­ხე გან­ცხა­დე­ბე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ოპო­ნენ­ტე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ რა­ტომ უნდა ვი­ყოთ ბაზ­რის მო­თხოვ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ბაზ­რის მო­თხოვ­ნა­ზე თუ არ ვიქ­ნე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გვექ­ნე­ბა ის სი­ტუ­ა­ცია, რაც დღეს გვაქვს – კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე ჭარ­ბი კად­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და დე­ფი­ცი­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ბა­ზა­რი არის ცვა­ლე­ბა­დი, ჩვენ პულსზე უნდა გვე­ჭი­როს ხელი,” – გა­ნა­ცხა­და გივი მი­ქა­ნა­ძემ.