სათემო ორგანიზაციების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის რეალიზების და გამოწვევებთან გამკლავების ეფექტურ გზას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება განაპირობებს.
სათემო ორგანიზაციები განსაკუთრებით, რეგიონებში ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. მიუხედავად ამისა, მათ როლსა და საქმიანობას საკუთარი თემის ცხოვრებაში დიდი წვლილი შეაქვს. თემის განვითარების პროგრამის კოორდინატორის ნინო ვასაძის განცხადებით, სათემო მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების მუშაობის გავლენა თემზე უაღრესად მნიშვნელოვანია.
,,2 ტიპის სათემო ორგანიზაციები რომ მოვიაზროთ – სოფლად მოქმედი მცირე დასახლებაში მოქმედი საინიციატივო ჯგუფები, რომელთა პროექტების სოციალური და ეკონომიკური გავლენა თემზე, სოფლის კეთილდღეობაზე დიდია. რაც შეეხება სათემო საზოგადოებრივ ფონდებს, რომლის პრეცენდეტი ლაგოდეხსა და თელავში კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანია მათი არსებობა. სადაც ადგილობრივი რესურსები ერთიანდება და იყრის თავს იმისთვის, რომ ამ გეორაფიულ ლოკაციაზე არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარება მოხდეს, თუნდაც მცირე რესურსით. სათემო ფონდებში ყველას ეძლევა საშუალება გახდეს დონორი, თუნდაც 20 ლარით, ჰქონდეს იდეა და გაანხორციელოს ის. ასეთი ორგანიზაციები არის საშულება უფრო მეტად დავუახლოვდეთ საზოგადოებას. შიგნითაც ვეძებოთ რესურსი, არა მარტო გარეთ, დონორებზე. ყველამ ვიგრძნოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. შიდა რესუსრში იგულისხმება ფინანსური, ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი. სოციალური კაპიტალი – ურთიერთობები, საერთო პრობლემის მოგვარება ერთობლივად, კავშირები”.
მისივე თქმით, საზოგადოება უნდა ენდობოდეს ჯგუფს, ეს მნიშვნელოვანია რადგან ყველაფერი გადის ნდობის ფაქტორზე, რასაც წლები, დრო, ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.
,,ნდობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე შეუძლებელია, რადგან ადგილობრივ რესურსებზე დგას და შეუძლებელია წარმატებით ფუნქციონირება შეძლოს. მაქსიმალურად უნდა შეძლოს სხვადასხვა ჯგუფებთან წვდომა, უნდა იყოს ღია ამ ტიპის ორგანიზაცია, სწორი კომუნიკაციით შევძლებთ სათემო ფონდმა შეასრულოს მედიატორის როლი”.
მსგავსი ტიპის ფონდებს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ საზოგადოებაზე. ნინო ვასაძე ამბობს რომ მასშტაბები შეიძლება იყოს განსხვავებული. ესეთი ფონდები ხშირად მხარს უჭერენ ნიჭიერი სტუდენტების დაფინანსებას. სასტიპენდიო ფონდი, დიასპორიდან შემოსული თანხების გახარჯვა, ვთქვათ, მოხმარდეს რომელიმე სოფლის რაიმე საკითხის მოგავრებას. თავიდან ლაპარაკია სათემო ინიციატივებზე, დაბალბიუჯეტიან სათემო პროექტებზე, რომელიც არ არის პატარა შედეგებზე და ეფექტებზე გათვლილი. მას თავისი სოციალური ეფექტი აქვს. თუნდაც დამოკიდებულების შეცვლა, სამოქალაქო აქტივიზმის ამაღლება.
,,სათემო ფონდმა უნდა შეინარჩუნოს გარკვეული ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა. საზოგადოებაში ეჭვი, რომ ეს არის რაიმე პოლიტიკური გავლენის ქვეშ, არ უნდა არსებობდეს, რადგან ძალიან ძნელი იქნება საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერის მოპოვება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობებმა არ შეტანონ წვლილი ფონდების მუშაობაში, დაუჭირონ მხარი რომელიმე პროექტს, რაც ძალიან პოზიტიურია. გადაწყვეტილების მიღების დონეზე, ერთგვარი სიფრთხილის მიღება შეძლება იყოს საჭირო, რათა არ ჩაითვალოს, გარკვეული გავლენის ქვეშაა. სათემო ფონდებმა საზოგადოებას უნდა აუხსნას როგორ მიიღონ მონაწილეობა ორგანიზაციის მუშაობაში, როგორ წარმოადგინონ წინადადებები, რა არის გაცემის კულტურა და მოხდეს მეტი მხარდამჭერის ჩართულობა”.