რა ღონისძიებები გაიმართება მაისის თვეში თელავში
მაისის თვეში, თელავში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.
21 მაისს, 15:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით, ისტორიული ავტომობილების გამოფენა გაიმართება. ღონისძიება საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება. ავტო კლასიკის ყველაზე დიდ გამოფენაში, მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს, ვისი ავტომობილიც 30 ან მეტი წლისაა. ღონისძიებას გააფორმებს მუსიკალური ბენდი Cover city.
ასევე, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღე თელავში გრანდიოზულად აღინიშნება. ღონისძიების ადგილი: ერეკლე მეფის სასახლის ეზო, პროგრამის დასაწყისი: 14:00
14:00-20:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00-18:00 – თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: სხვადასხვა შემეცნებითი და
გასართობი აქტივობა, ანიმატორები
14:00-18:00 – კულინარიული კონკურსი, დეგუსტაცია და მასტერკლასები ცნობილ შეფ მზარეულებთან მიშა ავსაჯანიშვილთან და რუსო დაუშვილთან ერთად
14:00-18:00 ტექნოპარკის შემეცნებითი სივრცე
14:30-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,წინანდალი“, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,პატარა კახი“, ქალთა ფოლკლორული ანსაბმლი ,,თელავი“ და ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ართანა“, ასევე ბენდი „ღამურები“ და ბენდი „მუსიკის ქალაქი“.
17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა
17:30 – თბილისური კვარტეტი, ქართული ხმები, ლიკა დოლიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, დათუნა სირბილაძე, მანანა თოდაძე, ნეკა სებისკვერაძე, ჯგუფი „შერეკილები“.
26-27-28 მაისს კი დაგეგმილია მანქანების დრიფტი -off road.