საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა საპენსიო ასაკში ოჯახზეა დამოკიდებული
საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა იშვიათად ზოგავს გრძელვადიანი მიზნებისთვის, მათ შორის, საპენსიო ასაკისთვის.
ამ ფონზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად აქვს საპენსიო ასაკისთვის მზაობის განცდა.
კერძოდ, ფინანსური განათლების დონის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 12%-მა დააფიქსირა მზადყოფნა საპენსიო ასაკისთვის, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საპენსიო ასაკში დამოკიდებულია შვილებსა და ოჯახის წევრებზე (68.7%), მეუღლესა (55.6%) და სახელმწიფო პენსიაზე (62.8%).
რაც შეეხება ქვეყანაში ფინანსური განათლების ზოგად მდგომარეობას, საქართველოს ფინანსური განათლების ქულამ 21-დან 12.1 (57.6%) შეადგინა, რაც ნაკლებია როგორც რეგიონის, ისე გლობალურ კვლევაში მონაწილე ქვეყნების, ასევე OECD ქვეყნების ფინანსური განათლების საშუალო ქულაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა თავისი ფინანსური მდგომარეობით (58%). ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის, 79%-ის აზრით, ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს.
ცნობისთვის, 2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ₾2.62 მილიარდია.