სიღნაღის გალავანი, რომელიც თავისი სიდიდით მსოფლიოში აღიარებულია
სიღნაღის ციხე-გალავანი აგებულია 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ. იგი სიდიდით აღიარებულია ევროპაში.
კედლის სიგრძე 4 კილომეტრამდეა, სიღნაღის ციხეს ორმოცი ჰექტარი უჭირავს. ციხე-გალავნის კედლები მოსკოვის კრემლისხელა ფართობს მოიცავს, რომელსაც 40 ჰა ფართობზეა გადაჭიმული.
მას ჰქონია 23 კოშკი და 6 თაღოვანი კარიბჭე. ყველა თავის სახელს ატარებდა მხოლოდ ორს არა აქვს სახელი (ორივე ჩრდილოეთით მდებარეობს), დანარჩენებს კი ჰქვია ახლო მდებარე სოფლების სახელები: მაღაროს ჭიშკარი და მისი ორი კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი პირველი და კახეთის კოშკი მეორე, შილდის კოშკი და შილდის ჭიშკარი,
,,ნარინგკალეს“ კოშკი, ზიარ-ფხოველი კოშკი, კოშკი ვაქირის ჭიშკართან, ვაქირის ჭიშკარი, კარდენახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის ჭიშკარი, მისი მცველი ორი კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი, ბოდბის კოშკი.
მტრის შემოსევის დროს ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. კოშკების და გალავნების დაცვა მათ ევლაებოდათ. ციხის კედლები ორიარუსიანია, ქვედა იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრია, ზედა იარუსისა 70-80 სმ.ამ კედლების სისქეთა გამსხვავება შიგნიდან ქნმის საბრძოლო ბილიკს, რომლის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ. ბილიკზე ასასვლელად კოშკების გვერდებსა და ციხის რამდენიმე სხვა ადგილზე მოწყობილი იყო ქვის კიბეები. კოშკების უმრავლესობას ჰქონია ორსართულიანი საბრძოლო ბანი. ციხე-გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.
სიღნაღის ციხე-გალავანი ნაგებია რიყის ქვით, ხოლო უმნიშვენო რაოდენობითაა გამოყენებული აგური. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სიღნაღის ციხე კახეთში ერთ-ერთ საიმედო და დასაყრდენ პუნქტად ითვლებოდა. მას, როგორც სიმაგრეს, არც XIX საუკუნის პირველ ხანებში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.