ვიდეორეპორტაჟი

თელავზე შეყვარებული ტიკ–ტოკერი

25 წლის ცნობილი ტიკ–ტოკერი გიორგი მახარაშვილი თითქმის ერთი წელია, რაც თელავში საცხოვრებლად გადმოვიდა. ის კომპანიაში “ბადაგონის სახლი” მუშაობს.

“ჩემი სახლი ახლა თელავშია. ყოველ დილით თელავიდან ალავერდში მივდივარ სამსახურში, მგზავრობისას, ყოველთვის ჩემი ფიქრები კავკასიონის მთებზეა. ვფიქრობ, როგორ შეიძლება აქაურობა არ შეგიყვარდეს. სურვილი მაქვს მუდამ ვხედავდე ამ სილამაზეს. წვრილმანებშია ბედნიერება. ჩემი დღის კარგი განწყობის მიზეზი, მხოლოდ კავკასიონის ულამაზესი დათოვლილი მთებია ” – განაცხადა გიორგი მახარაშვილმა.

მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური