ლაგოდეხის ერთ- ერთ სკოლაში დამამაცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მოსწავლეებზე დამამაცირებელი და არაადამინური მოპყრობის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მეექვსე კლასის სამ მოსწავლეს შორის, მეგობარი გოგონას გამო კონფლიქტი მოხდა,, რა დროსაც ერთ- ერთ მოსწავლეს მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს.
ფაქტის შესახებ კი მოგვიანებით ცნობილი გახდა მოსწავლის ბებიისათვის, რომელმაც შვილიშვილის კლასელებს ჩადენილზე ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
აღნიშნულ ფაქტზე ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, სადაც დაჩოქილ ბავშვებს ბებია ბოდიშის მოხდას აიძულებს და მათ შეურაცხყოფას აყენებს. მომხდარის გაგების შემდეგ, საჯარო სკოლის მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა, შსს ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს მიმართა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობას გულისხმობს.